Digest Logo

„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“ - გიორგი ასათიანი

1678214012
გიორგი ასანიძე

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. 

პარლამენტთან კვლავ დაძაბული ვითარებაა. ერთმანეთს პერიოდულად უპირისპირდებიან აქციის მონაწილეები და სპეციალური დანიშნულების რაზმები. 

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე გამოეხმაურა.

„ყველას ვალია ვიფიქროთ მომავალზე. ვეცადე ასე გამომეხატა და ნაკლებად პოლიტიკური ვყოფილიყავი.

დღეს საქართველოს სჭირდება ერთობა, როგორც არასდროს.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს. მონას რათ უნდა კრული სიცოცხლე ? ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი? სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“, - წერს გიორგი ასანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

🔵„ეს წუთია რუსეთის იმპერიამ განახორციელა საქართველოს სრული ანექსიის აქტი. ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა, ის ჩემი და ჩემი ქვეყნის მტერია“ - ლუკრეციო ბაქანიძე

🎥 „რუსებო“, მონებო“ - პარლამენტთან დაპირისპირებაა