Digest Logo

„ნუ წამლავთ ჩვენს ძვირფასს ხალხს. რა მძიმეა ამის ყურება, მთელი ქვეყანა ვიტანჯებით“ - სტეფანე მღებრიშვილი

1678222921
სტეფანე მღებრიშვილი

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მოქალაქეები ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციას მართავენ, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

მოქალაქეებმა რკინის ბარიკადების ჩამოშლა სცადეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა აღმართა.

ამასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. 

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი გამოეხმაურა.

„ნუ წამლავთ ჩვენს ძვირფასს ხალხს. არ შეეხოთ უდანაშაულო ხალხს!

თბილისში არ ვარ და რა მძიმეა ამის ყურება, მთელი ქვეყანა ვიტანჯებით, ისინი რომ ჩვენს მაგივრად დგანან იქ!“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები

🔵„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“ - გიორგი ასათიანი

🎥 პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს