ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გამორჩეული სილამაზის გოგონა სამი შვილის დედაა და კაპიტან მეუღლესთან ერთად ულამაზესი ოჯახი აქვს.
12 სექტემბერს მარიამ შუკაკიძე იუბილარია.
მეუღლემ, დავით ბოლქვაძემ დაბადების დღეზე მას საჩუქრად 500 ცალი წითელი ვარდი მიართვა.
აღსანიშნავია, რომ წყვილი სოციალურ ქსელში ყოველთვის დადებით კომენტარებს იმსახურებს.
მარიამმა დაბადების დღის კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა და უამრავი მილოცვა მიიღო.
View this post on Instagram
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან „თბილისელებს“ მისცა.
– მარიამ, „ინსტაგრამზე“ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გადევნებთ თვალს. რის შემდეგ გაჩნდა თქვენი ოჯახის მიმართ დიდი ინტერესი?
– ერთ დღეს სტეფანო გაბანამ ჩემი ფოტო „დოლჩე და გაბანას“ გვერდზე გამოაქვეყნა და მომნიშნა. მეილზე კი მივიღე შეტყობინება, რომელშიც ეწერა, რომ მილანში მიწვევდნენ ფოტომოდელად. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იწერებოდა სტატიები და ჩემ მიმართ საზოგადოების ყურადღება გაიზარდა, რასაც მოჰყვა ძალიან ბევრი გამომწერი ჩემს „ინსტაგრამზე“.
– მილანში არ წახვედი?
– არ წავედი, რადგან ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ჩემი მომავალი მეუღლე და სამოდელო კარიერაზე წინ პირადი ცხოვრება დავაყენე. ეს საქმე ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო, იშვიათად ვიღებდი მონაწილეობას ჩვენებებში და სამომავლოდ მოდელობაზე არ ვფიქრობდი. იყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, მე ჩავედი მილანში და სტეფანოს არ მოვეწონე. თუმცა რეალურად, თავიდანვე უარი ვუთხარი, რადგან ჩემს მეუღლეს არ სურდა, რომ იქ გამეგრძელებინა საქმიანობა, როგორც მოდელს.
– თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
– ჩვენმა საერთო ნაცნობმა, ჩემი მეუღლის ნათესავმა გაგვაცნო ერთმანეთი, ძალიან მალე დავახლოვდით. პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები და ერთმანეთის გარეშე უკვე აღარ შეგვეძლო. ექვსი თვე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ რადგან ჩემი მეუღლე – დავით ბოლქვაძე კაპიტანია, მალევე მოგვიწია რამდენიმეთვიანი განშორება. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და ველოდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა ეს დრო. ვიდეოთვალის მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზე ვიყავით და ამან გაგვაძლებინა. რომ დაბრუნდა, ზუსტად ერთ კვირაში ხელი მთხოვა და უკვე სამი წელია, ოჯახი გვაქვს და სამი გოგონა გვყავს. რაც დრო გადის, უკეთ ვუგებთ ერთმანეთს და ჩვენი სიყვარულიც კიდევ უფრო ძლიერდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი შვილი დაიბადა, იქნებ რამე ჩასაცმელი გქონდეს, რომ გამატანოო... იმწამს ეზოში ლურჯი მანქანა შემოვიდა, ჩემი ბიჭი უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო...“ - ემოციური ამბავი
⭕„ხანძრის და ბასრი საგნებისგან მიყენებული ზიანის საშიშროებაა, ამიტომ ფრთხილად იყავით“ - 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან
🎥 „ნიჭიერის“ერთ-ერთ გამომსვლელს სცენაზე ხელი სთხოვეს - კადრები ჩაწერიდან