Digest Logo

🎥 „52 წლის მერე რომ პოულობ მოპარულ შვილს - ეს ემოცია როგორ უნდა გადმოსცე?“ - თამუნა მუსერიძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

1734786944
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა. ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.

ამჯერად, თამუნა სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დედა 52 წლის წინ მოპარულ შვილს პირველად შეხვდა.