Digest Logo

„5600$, სამუშაო ლეპტოპი, ბანკის ბარათებიდან მოხსნა 8000$“ - ირაკლი ლომაია რიო-დე-ჟანეიროში გაძარცვეს, რას წერს მსახიობი

1757592665
ირაკლი ლომაია

ქართველი მოგზაური და მსახიობი ირაკლი ლომაია, რომელიც ამჟამად კანადის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს უზიარებს.

ამჯერად ლომაია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ რიო-დე-ჟანეიროში გაქურდეს:

„ჩავედი და ვიხილე რიოს საოცრება, ნამდვილად ულამაზესი ქვეყანა აქვთ, მაგრამ ამავე დროს ისეთი პატივი მცეს - აი, საოცრად და უმტკივნეულოდ გამძარცვეს და ბოლოს უნიფხვოდ გამომიშვეს მანდედან - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!

ბოლოს ისე გამიხდა საქმე, მეგობრებმა მიგზავნეს თბილისიდან ვესტერუნიონით ფული, რომ თავი წამომეღო მანდედან.. აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს.

5600$, ახალი სამუშაო ლეპტოპი, ჯამში კანადური ბანკის კარტებიდან მოხსნა დატაპებით 8000$,  სანამ მე დარეკვა და დაბლოკვა მოვახერხე.

კანადური ყველა დოკუმენტი: მართვის მოწმობა, ჯანმრთელობის სადაზღვევო „კარტა“, ბანკის კარტები, მარტო პასპორტი არ იყო წაღებული და მადლობა უფალს. მაცივრიდან კოკა-კოლებიც კი და ტანსაცმელებიც კი მათ შორის ნახმარი ტრუსიკებიც წაიღო და ეს მოხდა დღისით და მზისით სასტუმროს ნომერში, როცა მე ამ ულამაზეს ბულვარში დავტასაობდი!

ინგლისურად თითქმის არავინ საუბრობს ამ ქვეყანაში და ჰოი საოცრებავ, თავად პოლიციაც კი იპარავს ქუჩაში. 

ამ ქვეყანაში ტურისტებს ქუჩაში ისე კლავენ როგორც ქათმებს, ესეც გაითვალისწინეთ, მაგრამ საშიშროება არ გემუქრებათ თუ მარტო არ მიდიხართ, ზოგადად სოლო ტურისტებზე ნადირობენ. ასე აღმოვჩნდი მე ამ ქვეყანაში დაზარალებული!.  

მაგრამ მათი სილამაზეებით მაინც ვისიამოვნე და აწი მეცოდინება, როგორი შემზადებული უნდა წავიდე მეორედ მანდ“, - წერს ირაკლი ლომაია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„განსხვავებული, განსაკუთრებული, შეუდარებელი“ - მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

„უნაკლოა ორივე...“ - მანუ მურღულიას ცეცხლოვანი ფოტოები AMG GTS-თან

„ხელში ნურავის მისცემთ ფულს, ნურასდროს გააჩუქებთ ფეხსაცმელს, ნურც გადაყრით...“ - ქეთი ოდიშელი გვასწავლის, როგორ „დავიმეგობროთ“ ფული