ბლოგერი - სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მშობლებს მიმართავს. მისი თქმით, ყოველ დღე მცირეწლოვანი ბავშვები მესენჯერზე ვიდეოთვალით ურეკავენ. ბრეგაძის აზრით, 6-7 წლის ბავშვებს ამგვარი კომუნიკაცია უცნობ პირებთან არ უნდა ჰქონდეთ, რადგან სოციალური ქსელი სავსეა კრიმინალური პირებით.
„6-7 წლის ბავშვები ვიდეო თვალით მირეკავენ... კატასტროფაა, როდესაც თქვენი შვილი ასე ესაუბრება უცნობებს! თქვენ შვილებს თავადვე უბიძგებთ მოხვდნენ ამ ქაოსში, რადგან უქმნით ფეისბუკს“, - ამბობს ბლოგერი.