ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში ბატკნის შესახებ წერს, რომელიც მან დამოუკიდებლად კორპუსის ბინაში გაზარდა.
როგორც ლოსაბერიძე წერს, ბატკანი „ბეკო“ იმდენად ჭკვიანია, მას ადამიანების ცნობილ ოთხფეხა მეგობარს - ძაღლსაც ვერ შეადარებს.
„ზუსტად 1 წლის წინ მოვიყვანე სახლში, 1 დღის იყო ჭიპლარიც ზედ ჰქონდა.
ფარაში დედას ვერ მიაგნო და მწყემსები არ აპირებდნენ მის გაზრდას. 70 ლარად მომყიდეს.
რომ მომყავდა უზომოდ ვნერვიულობდი, მეშინოდა რომ ვერ გავზრდიდი.
უამრავ ადამიანს დავეკონტაქტე, ვისაც გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა ასეთ ცხოველებზე, იმიტომ რომ მე ახლოსაც კი არ ვიყავი განავლელი ამათთან, Lika Vepkhvadzeს რეკომენდაციებით წამოვზარდე ეს პატარა ბიჭი, რომელიც ახლა უზარმაზარია.
არ ვიცი როგორი მადლობელი ვარ ქალბატონი ლიკასი, რომ ნებისმიერ დროს, შუა ღამესაც რომ დამერეკა ყველაფერს მიხსნიდა რა და როგორ გამეკეთებინა.
6 თვემდე კორპუსის ბინაში მყავდა, როგორც ძაღლი ისე ცხოვრობდა, ბალახის ჭამაც კი არ იცოდა დამოუკიდებლად და წყალს მხოლოდ სოსკიდან სვამდა თუმცა, ბოლოს უკვე მისთვის სივრცე და ეზო ძალიან აუცილებელი იყო და დღეს ჩემს სოფელში აგრძელებს ცხოვრებას, თავის მეგობარ ხბოჩისთან ერთად, რომელიც ერთადერთია ვისაც არ ურტყამს რქებს.
გიჟდებიან ერთმანეთზე, ერთმანეთის გარეშე არ ჭამენ, თუ რომელიმე თვალს მოეფარება ეძახიან ბოლო ხმაზე
პატარა ჭკუის კოლოფია ეს არსება, ესმის სახელი, მცნობს, მორბის როცა ვეძახი, ორ ფეხზე დადგომა იცის, ყველაფერი ესმის და იგებს.
ძაღლს არც შევადარებ, იმიტომ რომ მასზე ბევრად ჭკვიანია.
როცა ვუყურებ სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შეუძლია ადამიანს მოკლას და ჭამოს, მართლა არ მესმის...
მიყვარხარ ბეკო და დიდხანს მინდა მყავდეს ჯანმრთელად!
Friend, not food“, - წერს ტასო ლოსაბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიყვარხარ“ - მარინა ბერიძე ნიკოლოზ რაჭველს იუბილეს ულოცავს