Digest Logo

„7-9 მარტის მიტინგებმა აჩვენა, რომ სულ სხვანაირი თაობა მოდის - მათთვის საქართველო არ არის სადღეგრძელოები, საქართველო საქმეა“ - გოგა ჩანადირი

1678443463
გოგა ჩანადირი

სამოქალაქო აქტივისტი და ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ე.წ. გენ Z-თაობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გამოსული თაობა, სწორედ ის თაობაა, რომლებისთვისაც „საქართველო არ არის სადღეგრძელოები, არამედ საქართველო საქმეა“.

🔵 „ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე პოლიტიკური პირობა გატეხა და ამის ფონზე, ძალიან ძნელია მოწინააღმდეგეთა დარწმუნება“ - გოგა ჩანადირი

„7-9 მარტის მიტინგებმა აჩვენა, რომ სულ სხვანაირი თაობა მოდის.

უფრო თავისუფალი, ლაღი, საბჭოთა მენტალობისგან გათავისუფლებული და რაც მთავარია, ევროპული მისწრაფებებით გაჯერებული.

მათ პოლიტიკა არ აინტერესებთ სავარძლებისთვის.

მათ პოლიტიკა ქვეყნის განვითარებისთვის აინტერესებთ.

მათ იციან თავისუფლებისა და სილაღის ფასი, ამიტომ გულწრფელად ბრძოლა შეუძლიათ ამ ღირებულებებისთვის.

მათთვის საქართველო არ არის სადღეგრძელოები, საქართველო საქმეა.

ჰოდა, გვეშველება!“,- წერს ჩანადირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„ქვეყანა თავზე ჩამოგექცა და რა ვარდებში გაწოლილხარ“ - შორენა ბეგაშვილის ევროპულმა ვოიაჟმა საზოგადოება აღაშფოთა

🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔘„არავინ გაბედოს პირადში მოწერა და შეურაცხყოფის მოყენება! გინება მეც შემიძლია და გინებაზე მეტი, თუ საჭირო გახდა !“ - რას წერს გივიკო დიდია