ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპაა ჩვენი არჩევანი და ვერავინ წაგვათრევს რუსეთისკენ.
მისი თქმით, ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს საქართველოში რუსული ძალა, რადგან ამას არასდროს დაუშვებს ქართველი ხალხი.
„უამრავი ადამიანი წერს, სად არის ლიკლიკაძე?
სად ვარ და აქ ვარ, სადაც ხალხია, სადაც ევროპა უნდათ და სადაც არას ეუბნებიან რუსეთს. ეს მერამდენედ უნდა დავწერო? არ იცოდით ჩემი ეს პოზიცია? რამდენი ვინმე გაიღვიძებთ და მომვარდებით სად ხარ, მიდით რაა, თქვენ საქმეს მიხედეთ.
თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა, რომ ევროპაა ჩვენი არჩევანი და ვერავინ წაგვათრევს რუსეთისკენ, მაგრამ მაცადეთ? „რა დროს იტალიაა შე უსირცხვილო? გამოდი დაწერე რამე!“- აი ასეთი ხალხის გამო არ დავწერე, მაგრამ არ გაჩერდა ეს ისტერია.
ახლა დილიდან უამრავი პოსტი შემხვდა, სად არის ლიკლიკაძე და სად არის საპატრიარქო? ცოტა კი მერიდება მაგრამ ერთნაირად გვლანძღეს მეც და პატრიარქიც. მე სადაც ვარ კი გითხარით, საპატრიარქოც გიპასუხებთ ალბათ.
ახლა ძალიან სერიოზულობით - ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს საქართველოში რუსული ძალა. ამას არასდროს დაუშვებს ქართველი ხალხი.
ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ევროპულ საქართველოში!“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔘რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები