მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიაში ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით) აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
🔵 „სასწაულები ისევ ისე ხდება“ - რა ინფორმაციას აქვეყნებს მამა ლევან ჯიქური
სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
აღნიშნულ საუფლო დღესასწაულს ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ეხმიანება და ოშკის ტაძრის ფოტოს აქვეყნებს.
„7 აპრილს ოშკის ტაძარი ეკურთხა. ამიტომაც ხარება ამ ტაძრის დღედაც ითვლება“ - წერს გოგა ჩანადირი.
ოშკის ტაძარი – „ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია. იგი ძველი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრია, მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, უზუნდერეს (Uzundere) რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში.
🔵 „რწმენა და იმედი...“ - წელს „წაჩხურობა“ 20 აპრილს აღინიშნება