Digest Logo

„7 წელია ვცხოვრობ და ამ მასშტაბის შემოწმება არასდროს გამივლია“ - ქართველი ემიგრანტის ინფორმაციით, გერმანიამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა

1698144241
სოფო კორტავა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტის, სოფო კორტავას ინფორმაციით, გერმანიამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა.

მისი თქმით, 7 წლის განმავლობაში მსგავსი კონტროლი პირველად ნახა.

„შვეიცარიიდან გერმანიამდე მიმავალ გზაზე ორივე მხარის მხრიდან კონტროლირებადი სიტუაციაა შექმნილი.

გერმანიის ორ ქალაქში ფრეიბურგსა და კარლსრუეში სამართალდამცველები ყველა მგზავრს სათითაოდ ამოწმებენ, კონტროლდება ბარგიც.

გერმანულ მხარეს თან ახლავს მეძებარი ძაღლები.

საბუთების გადამოწმება ხდება სპეციალური აპარატებით რაც სიყალბეს იმ წამსვე აფიქსირებს.

შესვლის დროს, პასპორტის გარდა ქვეყანა ითხოვს ვიზას.

რამდენიმე ადამიანს ვიზის არ ქონის გამო ავტობუსის დატოვება მოსთხოვეს და შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შემოწმება მოხდა შვეიცარიაში შესვლის დროსაც, ქვეყანა ინტერესდება ლოკაციით თუ რა მიმართულებაზე მიდის ესა თუ ის მგზავრი, მოწმდებიან გასვლის დროსაც.

ერთგვარი სტრესია, ამდენ მგზავრს შორის აწეული ხელები და ძაღლები, რომ გასევია.

7 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ამ მასშტაბის შემოწმება არასდროს გამივლია.

უსაფრთხოების ფასი მართლა არაფერია უცხო ქვეყანაში და ამაზე მნიშვნელოვანიც არაფერია“,- წერს კორტავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იყვნენ თუ არა ებრაელი იესო ქრისტე და მისი დედა სინამდვილეში „ქართველები“ ? - დეკანოზ თამაზ ლომიძის განმარტება

🎥 რატომ ეკრძალებოდათ ქართველ ტელეწამყვანებს ეთერში საყურის ტარება, ფერადი სამოსი და ზოგჯერ ღიმილიც კი?

🎥 „გოგონა და ვაჟი მშობლის ქონებიდან წილს თანაბრად იმსახურებენ“ - როგორ ნაწილდება ქონება ანდერძის მიხედვით?