
სოციალური ქსელის მომხმარებელი ელენე აბრამიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და სწავლობს. მას ერთ-ერთ საავადმყოფოში მისვლა მოუწია, აიღო სისხლის საერთო ანალიზი და გადაიღო ექოსკოპია, რისი ღირებულებაც 9 307$ აღმოჩნდა:
„9 307$ დამიჯდა ამერიკაში სისხლის საერთო ანალიზის და ექოსკოპიის გაკეთება.ვიტირო თუ ვიცინო არ ვიცი.
ჩემი როგორც „ინთერნეიშენალ“ სტუდენტის ჩაწერა ექიმთან უფრო რთულია, ამიტომ წავედი ემერჯენსიში. ამიღეს სისხლის საერთო ანალიზი და გადამიღეს ექოსკოპია.
3 კვირის შემდეგ მომივიდა „ბილი“, ლამის გულმა დამარტყა. დაზღვევამ დაფარა 8 000 რაღაც და მე უნდა გადავიხადო 592$. რაში უნდა გადავიხადო? ანალიზში, რომელიც საქართველოში 12 ლარი ღირს? “, - ამბობს ელენე აბრამიძე.
@elleensi კაპლი მესაჭიროება ისეთი ბილი მივიღე🫠 #tbilisi #tbilisigeorgia #ფორიუ #ფორიუზე ♬ original sound - Elene Abramidze🇺🇸
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ქეთო თოფურიძემ დაბადების დღე პარიზში ნინი ბადურაშვილთან ერთად აღნიშნა - კადრები წვეულებიდან
🎥 თაკო მელიქიშვილი 5 ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომელსაც მაისში გაუმართლებს
⭕„აუტიზმი და ნაწლავები - ტვინი მხოლოდ ტვინი არ არის!“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე წერს