
ქეთო თოფურიძე ცნობილი ოჯახის შვილია და პოპულარობა და ხალხის სიყვარული, მისი ოჯახის წევრების მსგავსად, არც თავად აკლია, თუმცა, ქეთომ მათგან განსხვავებული პროფესია აირჩია და უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია.
ქეთომ დაბადების დღე პარიზში აღნიშნა, წვეულებას მისი და ნინი ბადურაშვილი და მეგობრები ესწრებოდნენ.
კადრები პარიზული დაბადების დღიდან მომღერალმა თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„დაიჯესტი“ ქეთო თოფურიძის ერთ-ერთი ინტერვიუს ამონარიდს გაგახსენებთ, სადაც ის პირად ცხოვრებაზე საუბრობდა:
„არ ვიცი, საიდან მოიტანეს, რომ ეს ადამიანი ჩემი საქმრო იყო. არასდროს მყოლია საქმრო. მყავდა ერთადერთი შეყვარებული, რომელთანაც სამწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა და ფოტოებს რომ ვდებდი, თავად გადაწყვიტეს, რომ საქმროა. თუმცა, 3 წელია, ერთად აღარ ვართ. ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას შემდეგ აღარ მქონია ასეთი ურთიერთობა, თუმცა, არც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საჭიროა. ახლა მარტო ვარ. ეს პერიოდი განსაკუთრებულად ვზრუნავ თვითგანვითარებაზე და სიყვარულიც, ალბათ, თავისთავად მოვა“, - ამბობდა ქეთო თოფურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თაკო მელიქიშვილი 5 ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომელსაც მაისში გაუმართლებს
⭕„აუტიზმი და ნაწლავები - ტვინი მხოლოდ ტვინი არ არის!“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე წერს