Digest Logo

„ადამიანები ერთმანეთს ერჩიან და მტრობენ, რა დროს მტრობაა, როცა არსებობს სიკვდილი, რომელიც ყველას გულში ჩაიკრავს“ - გია ჯაჯანიძე

1775806800
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„ადამიანები ერთმანეთს ერჩიან და მტრობენ, რა დროს მტრობაა, როცა არსებობს სიკვდილი, რომელიც ყველას გულში ჩაიკრავს.

ადამიანები ერთმანეთს მტრობენ, რა დროს მტრობაა, როცა არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ყველას ჩაგვანაცვლებს.

დადგება დრო, როცა საჭირო გახდება მხოლოდ მაღალ ინტელექტუალური, ჰუმანური აზროვნების ადამიანები, რომელსაც არ ექნება ნატამალი აგრესია და ღვარძლი.

როცა ამბობენ, ხელოვნური ინტელექტი ხელში აიღებს სადავეებს, უმართავი გახდება, ვეღარ გააკონტროლებს ადამიანი, იქნება ქაოსი, არეულობა და შეიძლება მოსპოს ყველაფერიო, რატომ არ ფიქრობთ იმას, რომ იქნებ პირიქით მოხდეს, გახდება უკონტროლო, აღარ დაემორჩილება ადამიანს და მოსპობს და წალეკავს ბოროტებას, მტრობას, შურს, აგრესიას და სიავეს.

აღარ იქნება ომები, გახდება ყველაფერი თანაბარი,, აღარ იქნება მდიდარი და ღარიბი, ყველაფერი და ყველა იქნება თანაბარი, თანასწორი, იქნება მხოლოდ სიყვარული და ვიცხოვროთ ბედნიერად.
დიდმა გამოცდილებამ და ადამიანებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ყველას ყველაფერი ვაპატიო, რადგან დავინახე, რა ჯოჯოხეთს გადიან ისინი, ვისაც პატიება არ შეუძლია.

მოერიდეთ მანიპულატორებს, ისინი ზოგჯერ მსხვერპლის როლს მოირგებენ ხოლმე. როცა ნდობას დაკარგავ, სულს კარგავ, ცარიელი რჩები და მთავრდები. მთავარია გონიერება, სიყვარული და სულის სიმრთელე.

ძალიან მომწონს და სიხარულით მივიღე ეს შეგონება
„და თქვა ღმერთმა: შეიყვარე მტერი შენი.
მე დავუჯერე მას და შევიყვარე საკუთარი თავი."

არავინ გიმტრობს ისე, როგორც საკუთარი თავი, საკუთარი ენა და საქციელი. აბა სცადე და გადაუხადე საკუთარ თავს სამაგიერო.
ცხრათვალა მზე“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავიგოთ, რა არის თქვენი ამოცანა/მისია გვარში და როგორ ხდება სულის მატერიალიზაცია კონკრეტულ ოჯახში? - რას წერს ასტროლოგი

⭕„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ უერთდებით სამყაროს ენერგეტიკულ ქსელს“ - ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით