ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილზე წერს, ვისაც მიზანმიმართულად სურს სხვა ადამიანზე ცუდი განწყობა შექმნას საზოგადოებაში.
გია ჯაჯანიძის თქმით, თუ ადამიანს გულში და თავში დიდი ადგილი აქვს, ესე იგი დიდი სიყვარული აქვს და არავის არ სტკენს, არც სამაგიეროს უხდის, არც ჭორაობს და არც ენა მიაქვს.
„დღეს დილიდან ამეკვიატა ენა ტანია, ენა ტანია, ენა ტანია.
ისე, რა საინტერესო ფენომენია, მიდის ადამიანი ადამიანთან მიზანმიმართულად მიაქვს ამბები, ან შეტყობინებას უგზავნის, უნდა რომ შენზე ცუდი განწყობა შექმნას, დაგაზიანოს, დაგაზარალოს და გაგამწაროს. იცნობთ ასეთ ადამიანებს?
მე გულუბრყვილოდ მჯერა, რომ თავს არ ხდება ეს ამბავი, იმიტომ, რომ მგონია არაფერს ვაშავებ და შესაბამისად, ვერავინ ვერავის ეტყვის ჩემზე ცუდს, თუმცა არიან ისეთი ენატანიები, რომლებიც იგონებენ ამბებს და ისე ჰყვებიან,
ვითომ ნამდვილს.
პოსტი ვერ დამიწერია, ერთი ოცმა ადამიანმა რომ არ მომწეროს ჩემზე დაწერეო? არა ბატონო, არავისზე არ ვწერ, მე კი არ მძინავს, ვხედავ და ვაზროვნებ, მე ვწერ იმას, რასაც ირგვლივ ვხედავ. კიდევ რას ვხედავ ირგვლივ?
იმას, რომ ადამიანები პირში უცინიან ერთმანეთს, მეგობრობას ეფიცებიან, მერე შემოტრიალდებიან და ლანძღავენ, მიწასთან ასწორებენ ერთმანეთს. ერთმანეთს „ერთგულებას“ ეფიცებიან, იგებენ ამბებს და მიდი. თან ვერც ერთ მხარეს ვერ გააფრთხილებ, მერე ამასაც უყვებიან ერთმანეთს.
მოკლედ, ასე მიდის ცხოვრება, ჭორსა და მართალში. 30 ვერცხლი და იუდას კოცნა. რა ქნას, თავისი ცხოვრება არ აქვს და ხომ უნდა გაერთოს.
არ დაძრახო ენის მიმტანი, შენ იყავი ენა დაჭერილი და მშვიდად იცხოვრებ. საიდუმლოც რომ იცი, ისიც საშიშია, ამიტომ ნუ ჩაეძიები ნურავის, ისედაც გაიგებ ამბებს. თუ გეტყვიან საიდუმლოს, შეინახე, გულში და ტვინში დიდი ადგილია და იტევს.
გულში და თავში თუ დიდი ადგილი გაქვს, ესე იგი დიდი სიყვარული გაქვს და არავის არ სტკენ, არც სამაგიეროს უხდი, არც ჭორაობ და არც ენა მიგაქვს.
ისეთი ადამიანები მიყვარს ვერც კი წარმოიდგენენ, არც ვეუბნები, მინდა რომ თავად იგრძნონ, თუ ვერ იგრძნობენ, და მე ხომ ვიცი, არ დავეძენ. შეიყვარე სიცოცხლე და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებ“, - წერს გია ჯაჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ტრაგიკულად დაღუპული კაცის ვინაობა - „სასწაულად კეთილი, თბილი, უკეთილშობილესი“
⭕„შენ მასწავლე, რომ სიყვარული უსასრულოა...“- რას წერს ილია თოფურიას მეუღლე