ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„- მე სხვა რამე გკითხე და შენ სხვა რამეს მეუბნებიო.
- არა და, ზუსტად ის ვუთხარი, რაც მისი მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის იყო საჭირო.
ვერ მიხვდა, ვერ ჩაწვდა, ვერ გაიაზრა რას ვეუბნებოდი. იცის ხოლმე ადამიანის გონებამ გათიშვა, როცა მთელი არსებით ამპარტავნებას მოუცავს მისი არსება.
ადრე ვიდარდებდი, შევწუხდებოდი, ახლა აღარ, რადგან მივხვდი ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ილუზიაში იცხოვრონ.
ადამიანებს ეშინიათ სიახლეების, არ უყვართ როცა რაღაცაზე მიუთითებ ან აფრთხილებ, ისინი გაურბიან ნეგატიურ ამბებს და ემალებიან უსიამოვნებას, ეს არის მიზეზი მისი მომავლის დანგრევის.
როცა მოსვენება გაქვს დაკარგული, დაძაბული ხარ და მუდმივად დაეჭვებული, როცა გახელებული და გაბრაზებული ცხოვრობ, რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას, რისთვის და ვისთვის გინდა ეგ ნაცოდვილარი, რომელსაც უარყოფითი ველი აქვს და სიკეთეს არ მოიტანს.
განთავისუფლდი, მოეშვი და დატკბი ცხოვრებით, რომელიც ღმერთმა გაჩუქა, შენ კი აწვალებ და ტანჯავ.
მხოლოდ იმას ფიქრობ ადამიანებზე, როგორიც შენ ხარ.
მე ფრთხილად ვარ ადამიანებთან, როცა მაწყენინებენ ვპატიებ, მაგრამ ვტოვებ.
ზოგმა არ იცის რომ მაწყენინა, ზოგმა ისიც არ იცის რომ ვაპატიე, ზოგი იმასაც ვერ მიხვდა რომ მივატოვე.
თვალებში გიყურებდი და მიყვარდი, შენ ამას ვერ ხვდებოდი.
მე ბედნიერი ვიყავი, რომ გხედავდი.
მთავარი ამ დროს შეგრძნებაა, რომელიც ბედნიერებას განგაცდევინებს.
დღეს მთელი დღე, ყველაფერზე გული მიჩვილდებოდა.
გილოცავთ, დაღამდა.
ხვალ დილით გათენებას მოგილოცავთ“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთი ოცნება ახდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა...“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ბუზალაძე
⭕„30 წლის შიში მქონდა, წლების წინ ძალიან დიდი მეგონა ეს ასაკი“ - მარიამ მაისურაძე