Digest Logo

„ადამიანებს ვახსოვარ მანამდე, სანამ ტკივილი სულს უფორიაქებს. მერე ყველას ჰკიდიხარ იმიტომ, რომ ვიღაცისთვის უბედური დღეების სუვენირად რჩები, ბედნიერებს კი შენთვის ადგილი არ რჩებათ...“- ნუგზარ სულაშვილი

1692794563
ნუგზარ სულაშვილი

„ვისაც ჩემი ევროპული ფუფუნება, ქონება და სტატუსი თვალში გესობათ! - მე არავინ მესალმება დილით, მშვიდი და სასიამოვნო დღის სურვილით... თვალის გახილვა იწყება „მიშველეთ“-ი...“,- ამის შესახებ საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მის რთულ სამსახურებრივ ყოფაზე წერს, რომელსაც იქ ყოველდღიურად ათობით ავადმყოფთან კონტაქტისას გადის.

„ღმერთმა არავის განგაცდევინოთ ფოსტალიონი კოწიას ბედი...

მეც, მასავით დავათრევ ამ მძიმე ტვირთს მრავალი წელია და ყველა სიკვდილის ცნობაზე ვკვდები...

ყველას მოგიტყანთ კარგის ტრაკი, ვისაც ჩემი ევროპული ფუფუნება, ქონება და სტატუსი თვალში გესობათ!

მე არავინ მესალმება დილით, მშვიდი და სასიამოვნო დღის სურვილით...

თვალის გახილვა იწყება „მიშველეთ“-ი...

ყოველ დაგვიანებულ ზარზე, სმს-ზე, ან გადადებულ რანდეუზე მწყევლიან და მლანძღავენ...

ადამიანებს ვახსოვარ მანამდე, სანამ საკუთარი ტკივილი და გაჭირვება სულს უფორიაქებს.

მერე? მერე, ყველას ჰკიდიხარ იმიტომ, რომ ვიღაცისთვის უბედური დღეების სუვენირად რჩები, ბედნიერებს კი შენთვის ადგილი არ რჩებათ...

„უთხარი, რომ ყველა შანსი ამოწურულია“

მეც ვეუბნები...

გაყინული, შეშინებული, ზიზღნარევი და სიძულვილით სავსე თვალები...

არავის ახსოვს „შანსის ამოწურვამდე“ შენი უძილო ღამეები, დაუსრულებელი წანწალი, რჩევები, იმედები...

კვდებიან ადამიანები და მათთან ერთად კვდები...

მერე...

მერე კოწიასავით გინდა, დაემხო პირქვე და მთელი ხმით იღრიალო

„რატომ ღმერთო, რატომ?!

მე ადამიანი ვარ ღმერთი კი არა!

ჩამოდი და შენ თვითონ უთხარი შენს მიერ გაჩენილ კაცს ყველაფერი!

შენ ღმერთი ხარ, გაპატიებენ...

მე? მე არ მპატიობენ...

ასიდან ასს, ვძულვარ - უძლურებისთვის!!!“,- წერს სულაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 25 აგვისტოდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

🔵 თურქეთში ტყის ხანძრის გამო დარდანელის სრუტე დაიკეტა - ევაკუირებულია 6 სოფელი

🔵 „სამშობლო ხანდახან არაკაცებსა და ზარმაცებსაც უყვართ, მაგრამ მისთვის არაფერს აკეთებენ“ - გია მურღულია