Digest Logo

„ადამიანებს ვაკვირდები, დაჩაგრული ადამიანი ხშირად თავადაც მჩაგვრელი ხდება...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

1758661250
გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი სუხიტაშვილი სოციალური ქსელით გულწრფელ დაკვირვებას გვიზიარებს. იგი წერს იმ მენტალურ მექანიზმებზე, რასაც ჩაგვრის ციკლი ქმნის საზოგადოებაში.

„დაჩაგრული ადამიანი ძირითადად ცდილობს იმას, რომ სხვა თავისზე სუსტი დაჩაგროს, ამას არ ვამბობ იმიტომ რომ ფრთიანი ფრაზა გაგაზიარებინოთ.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ადამიანებს ვაკვირდები, იშვიათად მინახავს წარსულში დაჩაგრული ადამიანი, რომელმაც რაღაცას მიაღწია და თვითონაც მჩაგვრელი არ გამხდარიყო...

არ ვამბობ, რომ გამონაკლისები არ არსებობს ან არ იარსებებს, უბრალოდ ეს იშვიათობაა და ეს იშვიათობა მე არ მინახავს.

სამართლიანობა ქმნის სამართლიანობას, აგრესია აგრესიას, ჩაგვრა ჩაგვრას და ა.შ.

დღეს გადადგმული ჩვენი ნაბიჯი განსაზღვრავს ხვალინდელ შედეგს“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სიხარულისა და უბედურების განცდა ერთდროულად მქონდა, ცრემლიც ორივე მიზეზით მომდიოდა“ - რას ჰყვება დათო კენჭიაშვილი

„სასწაული გოგო ხარ, დედასავით ლამაზი!“ - ლელა წურწუმია შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს

„არსებობს შეცდომის დაშვების ან უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენის რისკი, ამიტომ სიფრთხილით მიუდექით ყველაფერს“ - 24 სექტემბრის ასტროპროგნოზი