Digest Logo

„ადამიანი ავად რომ გახდება, მაშინ ხვდება ჯანმრთელობის ფასს, რომ დაიტანჯება, მაშინ ხვდება ბედნიერების ფასს“ - მამუკა რაშოიანი

1759675491
 მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში დასაფიქრებელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანს რომ თავისი წარსული ახსოვდეს, ღმერთი სწამდეს და კაცთმოყვარე იყოს, არასოდეს მოიქცევა ისე ცუდად, როგორც იქცევა:

„როგორ ავიწყდებათ ადამიანებს წარსული. როგორ ავიწყდებათ რა გამოიარეს, როგორ ავიწყდებათ საიდან მოდიან, ავიწყდებათ რა დღეში იყვნენ.

ადამიანს, რომ თავისი წარსული ახსოვდეს, ღმერთი სწამდეს და კაცთმოყვარე იყოს, არასოდეს მოიქცევა ისე ცუდად, როგორც იქცევა. გამონაკლისი არსებობს.

ადამიანი ავად რომ გახდება, მაშინ ხვდება ჯანმრთელობის ფასს.

ადამიანი რომ დაიტანჯება, მაშინ ხვდება ბედნიერების ფასს.

ადამიანი რომ ფორიაქობს, მაშინ ხვდება სიმშვიდის ფასს.

ადამიანს რომ უღალატებენ, მაშინ ხვდება ერთგულების ფასს.

თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ შეაფასებს ობიექტურად, ის სხვის ფასს ვერასოდეს გაიგებს.

რთულია თვითშეფასება. ზოგს ჰგონია შეუფასებელია, ზოგი ფიქრობს დაუფასებელია.

თუ ადამიანი უღირსად გექცევა, დროებით მაინც უნდა დატოვო, რომ მიხვდეს შენ ფასს.

ადამიანებმა რომ საკუთარი თავის ფასი იცოდნენ, შეურაცხყოფას არ მიაყენებენ და გულს არ ატკენენ ერთმანეთს.
ადამიანის განვლილი ცხოვრება განსაზღვრავს მის ფასს. როგორ იცხოვრა, ვისთვის იცხოვრა და რატომ.

მხოლოდ სიბერეში აფასებენ ახალგაზრდობას.

სენი, რომელიც ვერაფერმა შეცვალა: როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის შეუცვლელია და მუდამ იქნება.
და მაინც… ზოგიერთი ისე წავა ამ ქვეყნიდან, ვერაფრის ფასს ვერ გაიგებს“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ ნიშნავს დაბალ კალორიულს... კალორაჟი ფაქტობრივად იდენტურია“ - სანდრო გოგოხია უშაქრო შოკოლადზე

რომელი ფერები ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას

„სიამაყით ვამბობ: შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ! ძმაო, იმ ეტაპს მივაღწიეთ, როცა შენი გამარჯვებები თითქმის ჩვეულებრივად გვეჩვენება“ - ილია თოფურია დვალიშვილს