Digest Logo

„ადამიანი იმ შემთხვევაში განაგებს საკუთარ ბედს და აღწევს მიზანს, თუ მას აქვს ნებისყოფა...არ უნდა ჰყვებოდეს საკუთარ გეგმებზე“ - გია ჯაჯანიძე

1744891365
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი პოსტს აქვეყნებს, სადაც ბედის მნიშვნელობაზე წერს, რომელსაც ტელეწამყვანის აზრით ,ადამიანი თავად ქმნის. 

„საკუთარი გამოცდილებით, სხვებზე დაკვირვებით, გადმოცემით, სწავლით და შეხედულებებით, პირადად მე დავრწმუნდი, რომ ადამიანი თავის ბედს თავად განაგებს, ის არის თავის უფალი და შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც მას სწადია.

მაგრამ... რომ განაგო საკუთარი ბედი, განსაკუთრებული თვისებებია საჭირო, რომელიც თანდაყოლილია ან სწორად ნასწავლი.

ადამიანი იმ შემთხვევაში განაგებს საკუთარ ბედს და აღწევს მიზანს, თუ მას აქვს ნებისყოფა, ლოდინის უნარი, სწორი მოქმედების უნარი, ნამდვილი გააზრების უნარი, სწორი დამოკიდებულებები ცხოვრებაზე, ობიექტური შეხედულებები საკუთარ შესაძლებლობებზე, არის გულწრფელი, სიკეთით და სიყვარულით სავსე.

ადამიანმა უნდა ისწავლოს სხვის შეცდომებზე.
უნდა იყოს ენა დაჭერილი.
არ უნდა ერეოდეს სხვის ცხოვრებაში.
არ უნდა ჰყვებოდეს საკუთარ გეგმებზე.
ნაკლებად უნდა გაენდოს სხვას.
ადამიანები მუდმივად ცდებიან ერთმანეთის ამოცნობაში.

დამეგობრდებიან, ენდობიან ერთმანეთს, მერე რომელიმე იტყვის ტყუილს ან უღალატებს, იწყება საქმის გარჩევა და შეურაცხყოფა.

ამ დროს ორივეს აქვს პრეტენზია, რომ საღად აზროვნებენ, რატომ ენდე?

რატომ დაიჯერე რომ არ მოგატყუებდა?

არ იცოდი რომ არ შეგიძლია ადამიანის ამოცნობა?

კარგი, შეცდი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ?

თუ ადამიანი ეძებს იოლ გზებს, ყიდულობს ურთიერთობებს, აპირებს „გრძნობით“ მოიპოვოს წარმატება, გამორიცხულია ასეთ ადამიანს გაუმართლოს, არ არის გამორიცხული რომ გაუმართლოს, ოღონდ დროებით.

ყველაზე დიდი საშიშროება არის მაშინ, როცა გაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, აქ უკვე იკვეთება მცდარი გზა, რომელსაც მერე ვერაფრით გამოასწორებ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქაოსურად ვწერ, ალბათ მიხვდებით რისი თქმაც მინდა, თუ ვერ ვერ მიხვდებით არ ყოფილა საჭირო.

მართლა შეუძლია ადამიანს იყოს თავისუფალი, იყოს ჯანმრთელი, იყოს ბედნიერი.
ის რაც შენს ხელშია იქიდან დაიწყე.

ნუ ჭამ ბევრს, ნუ ეწევი, ივარჯიშე, გაუფრთხილდი ნერვებს, იყავი წინდახედული“,- წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეგება მართლა იმიტომ გვწყალობდა გამჩენი, რომ გვჯეროდა, წესებს მივყვებოდით და დიდ ხუთშაბათს ვთესავდით და ვრგავდით...“- რას წერს ზურაბ შევარდნაძე

🎥 „კეთილი და უბრალო რომ არის, ეს უფრო ალამაზებს“ - შორენა ბეგაშვილი ავსტრიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ყველისსოკო ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სოკოა“ - რატომ ჰქვია მას ყველისსოკო, ეს უნდა იცოდეთ!