Digest Logo

„ადამიანი მაშინ იცვლება, როცა იმედგაცრუება რწმენაზე ძლიერი ხდება“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1778226799
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კეთილ და ბოროტ საქმეებზე საუბრობს.

მისი თქმით, ღმერთი ადამიანს გზას აძლევს, არჩევანი კი ჩვენზეა:

„არის მომენტები, როცა კეთილი საქმე ჩუმად ბრუნდება, ბოროტი კი ხმაურით.

ღმერთს არსად ეჩქარება, მისი სამართლიანობა შეიძლება დროს მოიცავდეს, მაგრამ არასდროს იგვიანებს.

ომს ყველაზე ძლიერები კი არა „გამძლეები” იგებენ.

მე თუ მკითხავთ, ცხოვრება ჭადრაკის დაფას ჰგავს. ხანდახან, ფიგურას კარგავ, რათა მეფე გადაარჩინო.

ღმერთი ადამიანს გზას აძლევს, თუმცა არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ.

ზოგჯერ ცხოვრების გაკვეთილი ასეთია: ბოლომდე უნდა გატყდე, რათა თავიდან აეწყო.

დრო ყველაფერს კი არ კურნავს, არამედ, გასწავლის ტკივილთან ერთად ცხოვრებას.

ადამიანი მაშინ იცვლება, როცა იმედგაცრუება რწმენაზე ძლიერი ხდება.

გახსოვდეთ! არასდროს დანებდეთ, ზოგჯერ ზუსტად ბოლო გასაღები აღებს კარს!

ღირსეული ადამიანი, მაშინაც სწორ გზას ირჩევს, როდესაც მარტოა!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გვთხოვენ ხშირად პასუხს იმის გამო, რაც რეალურად ჩვენი ვალდებულება არ არის - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები

🎥 „როგორ ესესხა ფული წმინდა გიორგის ჩემმა შვილმა?“ - რას ჰყვება ნინი შერმადინი

⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი