Digest Logo

„ადამიანი საკუთარ ჯოჯოხეთს, ღმერთთან ყოფნის უუნარობას როცა განიცდის - მას სხვების განსაკითხად აღარ სცალია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1755333949
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„ადამიანი საკუთარ ჯოჯოხეთს, ღმერთთან ყოფნის უუნარობას როცა განიცდის - მას სხვების განსაკითხად აღარ სცალია, ის ნელ - ნელა ბრმავდება სხვისი ცოდვებისათვის;

როცა მანქანის ტაბლოზე ყვითელი აინთება, ეს გვაფრთხილებს, მაგრამ წითელი თუ აინთო, წესით მანქანა უნდა გააჩერო, რადგან რაღაც პრობლემაა, წითელი გვაქვს ანთებული მაშინ და გამოფხიზლებაა საჭირო, როცა ჩვენში ძლიერად შემოდის განკითხვისა და სხვების განსჯის იმპულსი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „უმშვენიერესი გოგო...“ - თამო ვაშალომიძე ბათუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕ „დაბადების დღეს გილოცავთ, დათუ...“ - ნანა აროშიძე შვილს იუბილეს ულოცავს

🎥 „ბედნიერი 28...“ - როგორ აღნიშნა მარიამ ელიაშვილმა იუბილე