 
        
        ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ადამიანურ ღირებულებას უკავშირდება:
„ამბობენ, არცოდნა არცოდვააო.
დასაწყისში ალბათ ასეა, მაგრამ უვიცობას ბოროტებისა თუ ცოდვის დაბადებისა და გახარების დიდი პოტენციალი აქვს.
მავანი იკითხავს:
თუ რაღაცას გაუცნობიერებლად ან მიზანდაუსახველად ვაკეთებ, ბრალს რაღაში ან რაღად დამდებთო?
როგორც ყოველთვის და ყველგან, ამ შემთხვევაშიც ყველაფერს შედეგი წყვეტს - თუ ის (შედეგი) პატიების ზღვარს სცდება, მაშინ არცოდნა ინდულგენციას (პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას) აღარ იმსახურებს.
ადამიანს არ აქვს უფლება, იმდენად გაუნათლებელი და უვიცი იყოს, რომ საზოგადოებისა და აღიარებული ფასეულობებისთვის დაუძინებელ მტრად იქცეს.
სულელის უფლება „ყოვლის დამამხობელი“ არ არის.
ადამიანის ვალდებულებაა - იმდენი მაინც ისწავლოს და იცოდეს, რომ ადამიანურობა არც შეურაცხყოს და არც უმოწყალოდ დააზიანოს.
უვიცობა სულელთა პრივილეგიაა, მაგრამ მას საზღვარი უნდა ჰქონდეს. „არ ვიცოდი“ ან „მე მეგონა“ არც ზნეობას აუქმებს და არც კანონს.
გზა, კარგადაც რომ იყოს დაგებული და დახაზული, უფსკრულისკენ არ უნდა მიდიოდეს.
ერიდე სისულელეს, მაგრამ ზღვარი მიუჩინე მას - ნებაყოფლობით ის არასდროს ჩერდება“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უსაყვარლესი წყვილი, ძალიან უხდებით ერთმანეთს“ - ნუცა ბუზალაძე და მისი რჩეული ჰავაიზე ისვენებენ
⭕„ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, გილოცავ“ - რუსკა მაყაშვილის ილია 8 წლის გახდა
