ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ადამიანს საოცარი უნარი აქვს, სადამდეც დაიყვან შენ თავს - ის ხარ,
ან სანამდეც აიყვან შენ თავს - ის იქნები;
- გინდა იყო ლუარსაბ თათქარიძე?
- იქნები;
- გინდა დემონური მდგომარეობა?
- იქნები;
- გინდა იყო ამპარტავანი?
- იქნები;
- გინდა იყო ეგოისტი?
- იქნები;
- გინდა ქრისტეს მიემსგავსო?
- ასეც იქნება;
ჩვენს ხელშია ეს ყველაფერი“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გლობალური ცვლილებების პერიოდი იწყება...ვიღაცას სერიოზულად „შეარყევს“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი
🎥 „როგორ ესესხა ფული წმინდა გიორგის ჩემმა შვილმა?“ - რას ჰყვება ნინი შერმადინი
⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი