ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დათო ლიკლიკაძე, რომელიც საზოგადოებაში ყოველთვის გამოირჩევა თავისი პირდაპირი, ირონიული და ხშირად შოკისმომგვრელი გამონათქვამებით, გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური სტანდარტები და ფულის მიმართ დამოკიდებულება გახდა.
ლიკლიკაძე ღიად ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში მატერიალური მდგომარეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამას ადამიანები საჯაროდ აღიარებენ:
„რეალურად ფული არ მძულს. ადამიანში ადამიანობაა მთავარი და ესა და ისა, სისულელეა. ადამიანში ფულია მთავარი, ჩემთვის კი არაა მთავარი, ასეა ზოგადად. ის ვინც მეტყვის, უწუ-მუწუ, „არ გრცხვენია, რას ლაპარაკობო“ რომ იკადრებს, არც დაგესიზმრება“, - ამბობს ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ კამათს, ბრაზს, ზეწოლას სხვებზე...“ - თაკო მელიქიშვილი 29 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე
⭕„ხმამაღლა წარმოთქვით, მშვიდად და მკაფიო განზრახვით...“ - როგორ გავააქტიუროთ დღის ენერგეტიკული კოდი