Digest Logo

„ადამიანთან, რომელიც ვერ არჩევს ოქროს და რკინას ერთმანეთისაგან, კამათს აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ“ - ნუცა შანშიაშვილი

1764740319
ნუცა შანშიაშვილი

მუსიკოსი ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებას პერიოდულად უზიარებს.

მომღერალი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, გამომწერებს რამდენიმე წესის დამახსოვრებას ურჩევს:

„დაიმახსოვრე:

1. ადამიანთან, რომელიც ვერ არჩევს ოქროს და რკინას ერთმანეთისაგან, კამათს აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს ვერ შეაგნებინებ!

2. ვთქვათ, შენ გიკეთია ოქროს სამაჯური, რომელიც გამოიხატება შენი წარმატების, ნიჭის ან თუ გინდ ყოველგვარი კარგად ყოფნის ფორმით, სხვას რომელსაც არ აქვს მსგავსი ჯილდო, ყოველთვის ეცდება დაგიმტკიცოს, რომ შენი ოქრო არაფერია, მის რკინასთან შედარებით, ის ყოველთვის ეცდება, დაგამციროს და ამ ქმედებით, თავისი მოკლე ჭკუით, აიწიოს საკუთარ შემეცნებაში შენზე უფრო მაღლა, მაგრამ საბოლოოდ, ყველამ ყველაფერი იცის, ვინ რისი ღირსია!

3. შენ თუ ცდილობ, შენს გარშემომყოფი ადამიანები ამოქაჩო ცოტათი მაინც შენს დონემდე, მაგრამ ხედავ, რომ იმის მაგივრად, რომ ისინი განვითარდნენ, პირიქით შენ გძირავენ ჭაობში, აუცილებლად უნდა გაეცალო მათ, რადგან მარტო ყოფნა ჯობია უზნეო ტალახში ყველასთან ერთად გორაობას!

5. არავის არასოდეს არ გადაემტერო, მტრობა ანგრევს ადამიანს შიგნიდან! გიყვარდეს, აპატიე, შეუნდე, გაუგე, დააკვირდი შორიდან და ეძებე შენი ვიბრაციის შესატყვისი ადამიანები!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი?“ - ნატა გაგუას რეკომენდაციები

„თუ ვინმე შემოგთავაზებთ ნაწლავების გამწმენდ დიეტას ან მკურნალობას, მან არ იცის ელემენტარული ანატომია და ფიზიოლოგია!“ - ლევან შელეგია

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 დეკემბერს საქართველოში