Digest Logo

„თუ ვინმე შემოგთავაზებთ ნაწლავების გამწმენდ დიეტას ან მკურნალობას, მან არ იცის ელემენტარული ანატომია და ფიზიოლოგია!“ - ლევან შელეგია

1764738901
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ჯანმრთელი ადამიანის განავლის გადანერგვით ავადმყოფი ადამიანის ნაწლავში იკურნება ისეთი დაავადებები როგორიცაა კრონის დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ. 

მისი თქმით, ბევრი ნევროლოგიური თუ ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული დაავადება, სინდრომი სწორად ნაწლავიდან მოდის / იმართება, ნაწილობრივ მაინც, ამიტომაც არ შეიძლება ბანალური ინფექციების დროს რეფლექსურად ანტიბიოტიკების მიღება, რადგან ასე ვანადგურებთ წარმოუდგენელი მასშტაბით ნაწლავის ეკოსისტემას:

„სავალდებულო და აუცილებელი, თუ გინდათ ჯანმრთელი ფსიქიკა.

კარგად რომ დაუკვირდეთ, ფსიქიკური აშლილობების, დაავადებების დროს ხშირია კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა: შებერილობა, გაზები, ფაღარათი, შეკრულობა,  არარეგულარული კუჭის მოქმედება, უმადობა
 მომატებული მადა,  წონის პრობლემები, მუცლის ტკივილი, სპაზმი, მონელების პრობლემები, გარკვეულ საკვებზე აუტანლობა,  ალერგია, დისბაქტერიოზი, გულძმარვა.

ორმხრივი, კომპლექსური კავშირი ნაწლავსა და ტვინს შორის უკვე დამტკიცებულია. შესაბამისად სათანადო ყურადღებით და მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მოვექცეთ ჩვენს ნაწლავს. ის ნამდვილად არ არის მხოლოდ საჭმლის მომნელებელი და გამტარი პრიმიტიული შლანგი.

ნაწლავი არის ძალიან „სენსიტიური“, მაღალ კომპლექსური, სათუთად ორკესტრირებული მიკრიობიომის სისტემა, მილიარდობით ბაქტერიის საცხოვრებელი, რომელთა გარეშეც ჩვენ ვერ ვიქნებოდით ცხოვრების უნარიანი.
ნაწლავში 10-ჯერ მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ჩვენ გვაქვს ადამიანური უჯრედი.

დიახ, ხელახლა გადაიკითხე - 10-ჯერ მეტი ბაქტერიაა ჩვენში, ვიდრე ჩვენივე უჯრედი! შესაბამისად თუ ვინმე შემოგვთავაზებთ ნაწლავების გამწმენდ დიეტას ან მკურნალობას, მან არ იცის ელემენტარული ანატომია და ფიზიოლოგია!

ერიდეთ ასეთ სახიფათო და ზიანის მომტან ხალხს! თან გაუფრთხილდით ფინანსებს!  ნაწლავს ძალიან უყვარს, როცა ჩვენ ვმოძრაობთ, აქტიურები ვართ. ჩვეულებრივი სეირნობა უკვე ძალიან ეფექტურია.  ასე რომ ფეხით იარეთ, ლიფტი და ესკალატორები იშვიათად გამოიყენეთ, ორგანიზმის მადლობას კი მალევე მკაფიოდ იგრძნობთ.

ნაწლავის ბაქტერიებს ასევე უყვართ ბოჭკოთი მდიდარი საკვები: ბოსტნეული, ნიგოზი, ბურღულეული.
თუ მათ ჩვენ მივცემთ ამას, ისინი მოგვცემენ უჯანმრთელეს ცხიმჟავებს, როგორიცაა ბუტირატი, პროპიონატი და ასე შემდეგ.

ნაწლავის ბაქტერიები, სხვა ფაქტორებთან კონტექსტში, ასევე წყვეტენ, ჩვენ გვექნება თუ არა ჭარბი წონა, დიაბეტი, კრონის დაავადება თუ ასთმა, მაგალითად ბაქტერია სახელით Akkermansia muciniphila გამოირჩევა დადებითი ეფექტებით.

ასევე ჩვენი მეგობარი ბაქტერია Faecalibakterium prauznitsii აუცილებელია ნაწლავის ბარიერისთვის და გვიცავს ანთებითი პროცესებისგან.

ნაწლავის რეალური გაწმენდა ძალიან იშვიათად ხდება ექსტრემალურ სიტუაციებში (კოლონოსკოპიის და ოპერაციების წინ, გარკვეული ინფექციების დროს) გაგიკვირდებათ - ძალიან ეფექტურია განავლის გადანერგვა.
ამ მხრივ მიმდინარეობს ბევრი საინტერესო კვლევა.

ჯანმრთელი ადამიანის განავლის გადანერგვით ავადმყოფი ადამიანის ნაწლავში იკურნება ისეთი დაავადებები როგორიცაა კრონის დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ალბათ სხვა მრავალი.

აქვე ვუსვამ ხაზს, რომ არ ვიცი, განავლის გადანერგვა კეთდება თუ არა საქართველოში!  გაუფრთხილდით ნაწლავს, რადგან ის ჩვენი მეორე ტვინია და პირდაპირ ჩართულია პირველი, თავის ტვინის პროცესებში
ბედნიერების ჰორმონის სეროტონინის 95% პროცენტი სწორად ნაწლავში წარმოიქმნება.

სეროტონინის კი განაგებს მნიშვნელოვან ფუნქციებს:

ძილი;

მადა;

ტემპერატურა;

განწყობა;

ხასიათი;

შიში / შფოთვა;

სექსუალობა.

ბევრი ნევროლოგიური თუ ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული დაავადება, სინდრომი სწორად ნაწლავიდან მოდის / იმართება, ნაწილობრივ მაინც. ამიტომაც არ შეიძლება ბანალური ინფექციების დროს რეფლექსურად ანტიბიოტიკების მიღება, რადგან ასე ვანადგურებთ წარმოუდგენელი მასშტაბით ნაწლავის ეკოსისტემას.

შედეგი კი ხშირად ქრონიკული დაავადებებია კომბინაციაში ექიმებთან სიარულის ოდისეასთან.

ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ/პარალელურად მიზანშეწონილია პრობიოტიკების ან პრობიოტიკებით მდიდარი საკვების (კეფირი, იოგურტი, მწნილი) მიღება! ჯანსაღ ნაწლავში ჯანსაღი ფსიქიკაა!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 დეკემბერს საქართველოში

3 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ჩვენ სიმღერებზე კარგი მოგონებები აქვს ხალხს...„ოქროს წლები“ იყო“ - ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე მათი კარიერის აქტიურ პერიოდსა და მსმენელებთან ურთიერთობაზე