„თბილისის მე -7 რაიონული სამსახურის 0732 ბრიგადა გამოძახებიდან ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ახალი შეტყობინება ლოზუნგით „უგონო“ მიიღო“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუკგვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ გვიზიარებს.
მათი ინფორმაციით, შუახნის ქალბატონს პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა.
„შემთხვევის ადგილის სიახლოვის გამო ბრიგადა მისამართზე სულ რაღაც ორ წუთში მივიდა. ადგილზე მყოფი ადამიანები პანიკაში იყვნენ. შუახნის ქალბატონს პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა, პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.
კარდიომონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა. ჩატარდა დეფიბრილაცია, მონიტორზე ასისტოლია ფიქსირდებოდა. უწყვეტად გაგრძელდა რეანიმაციული ღონისძიებები. ადრენალინის ორი დოზის შემდეგ მონიტორზე პულსგარეშე ელექტრული აქტივობა დაფიქსირდა, ხოლო მეოთხე დოზის შემდეგ პაციენტს პულსი აღუდგა და დამოუკიდებელი სუნთქვა დაიწყო. კარდიომონიტორზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ნიშნებიც გამოვლინდა. ბრიგადის წევრებმა პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ინფარქტი დადასტურდა, ჩატარდა კორონარული ანგიოპლასტიკა და პაციენტი ამჟამად მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
გვეამაყება პარამედიკოსი, ირაკლი ხეჩიკაშვილი, უმცროსი ექიმი ინდიკო ცაავა, მძღოლი - გიული მუშკუდიანი“, - წერს გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!
⭕კარმული დღე, რომელიც ძველ კონფლიქტებს გააღვიძებს - რას გვიმზადებს 17 ნოემბერი?