მსახიობი ნანუკა გულუა „ინსტაგრამის“ გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.
მან ისაუბრა როგორც ოჯახზე, ასევე პირად ურთიერთობაზე მეუღლესთან და რჩევები გაუზიარა ახალბედა დედებს.
ერთ-ერთ შეკითხვაზე შეცვალა თუ არა ბავშვებმა მისი და მეუღლის ურთიერთობა, ნანუკა ამბობს, რომ მთელი ყურადღება ბავშვებისკენაა მიმართული.
„კი, მთელი ყურადღება, ზრუნვა, სითბო მათკენ მივმართეთ, ადრე მხოლოდ ერთმანეთს ვადნებოდით“,- პასუხობს ნანუკა.
როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილს მეუღლის ძმის და მისი მეგობრის სახელი დაარქვეს.
„კახუნას ძმის და ჩემი უახლოესი მეგობრის, რომელიც ძალიან მიყვარდა“
ასევე, ახალგაზრდა დედებს რჩევები და თავისი გამოცდილებაც გაუზიარა:
„ვათენებთ მისაღებ ოთახსა და საძინებელს შორის სირბილით, მე და კახა“,- ამბობს ნანუკა.
ნანუკა მუდმივად განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავს ბავშვების ძიძის, ირას მიმართ.
„ჩემი ნება რომ იყოს, სულ მეყოლებოდა ჩვენი ირა, უდიდესი ბედნიერებაა ნამდვილად“,- აღნიშნავს ნანუკა.
საზოგადოების თვალს არ გამორჩენია, რომ ნანუკას მეუღლე ძალიან უდგას გვერდში, ამას თავად მსახიობიც აღნიშნავს.
„ჩემი უდიდესი იმედია, სულ ჩემს გვერდით“,- წერს ნანუკა.
ნანუკამ მშობლებს რჩევაც გაუზიარა:
„თუკი ბავშვი არ საუბრობს, როგორც ჩემი პედიატრი და მსოფლიოს ლოგოპედ-პედიატრები ამბობენ: გამოურთეთ ტელევიზორი და არ გააკაროთ ტელეფონს“,- ურჩევს ნანუკა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: