Digest Logo

„აეკრძალა მავნებლური საქმიანობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ჰაერში ქნევით აღარ ურყევენ ტვინს ჩვილ ბავშვებს!..“- ქეთი ლობჟანიძე

1635250489
მაუგლი

ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

ერთი წლის წინ, მან ერთ-ერთი ჯგუფის წინააღმდეგ გაიბრძოლა, სადაც ანტივაქსერებთან ერთად გაერთიანებული იყვნენ ქეთინო მერებაშვილის ე.წ. მაუგლის მეთოდის მიმდევრები, რომელიც ბავშვების მკურნალობის განსხვავებულ მეთოდს იყენებდა და ეს მეთოდი მიუღებელი აღმოჩნდა ქეთი ლობჟანიძისთვის.

„ეს იმ ციკლიდანაა, ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, რამდენიმე ადამიანს მაინც დავაფიქრებთ და თუ ესეც არ მოხდა, ადამიანურ ვალს მოვიხდით უსამართლობასთან ბრძოლით! მადლობა ჩვენს მედიას, ოპერატიულად და მასიურად რომ აიტაცა ეს თემა! საბოლოოდ შედეგი დაიდო, აეკრძალა მავნებლური საქმიანობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ჰაერში ქნევით აღარ ურყევენ ტვინს ჩვილ ბავშვებს!

ჯერ საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ამ ბავშვის ადგილას და მერე ყველაზე დაუცველი, სუსტი, მყიფე არსება, რომელიც მკვეთრ მოძრაობაზე ან ხმაურზეც კი კრთება, რომელიც ჩვეული, კომფორტული საშვილოსნოსშიდა გარემოდან გარეთ გამოვიდა და ახალ, სრულიად უცნობ სამყაროსთან უწევს შეგუება. პირველი ორი თვე მან მშობლების მკერდზე უნდა გაატაროს დღის უდიდესი ნაწილი და ნელ-ნელა, სტრესის გარეშე შეეგუოს ახალ გარემოს!

ექიმობაც კი არაა საჭირო იმის გასააზრებლად, თუ რა ბარბაროსობაა ასახული ამ ფოტოზე და მისი მშობლები სათითაოდ მემუქრებოდნენ სასამართლო პროცესით მათი შვილის სურათის გაზიარებისთვის. ავუხსენი, რომ სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამოყენება არ იკრძალება და მათ შვილს ვიცავდი, მაგრამ არ დამიჯერეს და დავბლოკე. ახსნა ერთჯერაც საკმარისია, თუ გაგების მზაობაა!

ახლა ეს მანიპულატორი ანტივაქსერი გურუები გვყავს დასამარცხებელი და არასდროს დამთავრდება ჩვენში სექტანტობა, სანამ განათლების დონე არ ამაღლდება!“ - წერს ქეთი ლობჟანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება

🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს მოუტანს

🔵ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს

🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს

🔵„ხილის მოპარვის გამო, მეზობელმა ბავშვი სცემა, გააშიშვლა და აიძულა ქუჩაში შიშველი გასულიყო“

🔵„18 წლის ნაბი*ვარი ძმა მავიწროებს - მინდა ყველაფერი სუიციდით დავასრულო“ - ძალადობის მსხვერპლის ისტორია