Digest Logo

„აფხაზებმა და ოსებმა, ვინც ნებით არ მიიჩქარის ფაშისტურ ომში, კარგი დროა განაცხადონ, რომ რუსულ ჯარში აღარასდროს იომებენ...“ - ფანჯიკიძე

1648539637
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ აფხაზ და ოს მეომრებს მოუწოდებს, რომლებიც რუსულ ჯარში ძალით მსახურებენ.

მისი თქმით, ახლა კარგი დროა საქართველოში დასაბრუნებლად, სადაც პასპორტიც ექნებათ და დაცული გარემოც.

„აფხაზებმა და ოსებმა, ვინც ნებით არ მიიჩქარის და ვისაც მორიგ ფაშისტურ ომში ძალით მიერეკებიან, კარგი დროა, განაცხადონ, რომ რუსულ ჯარში აღარასდროს იომებენ და გადმოვიდნენ თავშესაფრისთვის ჩვენს საერთო და ერთადერთ დედაქალაქში.

აიღებენ პასპორტს და აქედან მათ ვერავინ წაიყვანს. დაიცავს კანონიც და დავიცავთ ხალხიც.

სჯობს, გმირობა ჩაიდინონ ამგვარი, საკუთარი თავისთვის, მეგობრობისთვის, სიმართლისთვის და სიყვარულის გამარჯვებისთვის, ვიდრე უსახელოდ ან კრიმინალის სახელით აფეთქდნენ უკრაინულ მიწაზე.

ცხადია, ჩუმადაც შეუძლიათ გადმოვიდნენ და დაიმალონ მეგობრებთან.

თუმცა, გაცხადებული სცენარი უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოსაც და ისედაც უფრო მამაცურია“, - წერს ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

 VIDEO: „ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღეისათვის უცნობია“ - დერმატოლოგ ზაზა თელიას რჩევები მათ, ვისაც როზაცეა აწუხებს

 VIDEO: „მაქვს ის დაავადება, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... სისხლის ავთვისებიანი სიმსივნე“ - თენგიზ ცერცვაძე უმძიმეს დაავადებაზე ალაპარაკდა

🔵„რაღაზე უნდა გელაპარაკო... გარემოცვა ჯობია შენ გაიჩინო, რომელიც გეტყვის რომ კანტის კატეგორიული იმპერატივებით არ იღაღადო“ - დაპირისპირება ნიკა გვარამიასა და ნინო ნადირაძეს შორის