„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი საქართველოზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. აღნიშნულ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ნინო ნადირაძის გაღიზიანება გამოიწვია, რამაც მოგვიანებით აღნიშნულ პირებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
მაია ნადირაძე:
„მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს… რომ ეს ნათქვამი „დახოცილებში შეხიდებაა” და სხვა არაფერი…
ძალიან ვერიდები შენთან კამათს, მაგრამ ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება.
რავი, დაფიქრდი მაინც - ოპტიმალური მომენტის გამოყენება საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად „დახოცილებში შეხიდებაა”?!
ქოცხროვას რომ არაფერი შეუძლია ვიცით, მაგრამ შენი ( როგორსაც მე ვიცნობდი) პოლიტიკური „გაპრავება“ რაში წერია, მაგას ვერასდროს მივხვდები.
ნიკა გვარამია:
„საოცარი კომენტარია, მაია. გმადლობთ.
ქოცხროვა რომ გყავს ხელისუფლებაში და საომრად მიდიხარ, ეგ ცალკე საკითხია.
p.s. გარემოცვა ჯობია შენ გაიჩინო, რომელიც გეტყვის რომ კანტის კატეგორიული იმპერატივებით არ იღაღადო“.
მაია ნადირაძე:
„ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო.
რაკიღა აგდებული ტონი აირჩიე, კი იმსახურებ შესაბამისად გიპასუხო, მაგრამ ახლა მეზარება „უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა.
ჩემი გარემოცვა რომ არ მოგწონს და საკუთრით აღფრთოვანებული ხარ, ეგ ცალკე ამბავია…“.
ნიკა გვარამია:
„არც ვაპირებ ამ დისკუსიის გაგრძელებას. შენი კომენტარის ტონს შეხედე და მერე მელაპარაკე ტონზე.
რაც შეეხება შენს გარემოცვას, არც ვიცოდი თუ გყავდა.
რაც შეეხება უშეცდომოს და შეუპოვარს, უშეცდომო არავინ არაა, შეუპოვარი ნამდვილად ვარ. აი, შენ სად ხარ და რა ხარ, სხვების ჭკუის დამრიგებლის გარდა, მაგაში გაერკვიე და მერე დაარიგე ჭკუა სხვებს და მოსთხოვე მოქმედება, საკუთარ ტახტზე მოკალათებულმა.
არ ვაპირებ მაია დისკუსიის გაგრძელებას. ჩემი შენდამი დამოკიდებულების და ყველაფერ იმის გამო, რაც ერთად გაგვივლია.
კანტი მე წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე. მოყოლით არ ვიცი. ვერ ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული დავრჩი, ისე.
მაია ნადირაძე:
„ნუ, ხიდაშელი, მარგველაშვილი, ბესელია, ხუხაშვილის და იგენის კიდო დონეს ვერ ვქაჩავ, მაგრამ უინტელექტობას არ უჩივიან.
უბრალოდ, მაგათსავით კრამიტებს ვერ ლეწავენ. თქვენსავით მეც კი მყავს ხიხო დამარცხებული“.
ნიკა გვარამია:
„შენ ვის დონეს ქაჩავ, რაზე არ დაგიხევია და ვინ დაგიმარცხებია, კიდევ რა გაგიკეთებია, ეგ არავინ იცის, მას მერე, რაც სად იყო და სად არა, ენერგეტიკის რეგულირების დარგის სპეციალისტი გახდი.
თბილ სახლში ზიხარ, კომბლებს თლი და ჭერში აწყობ. კიდევ მორალისტობ გაუთავებლად და, შიგადაშიგ, ტრამპი რა დიდებულია, ამ ბოდვას ავითარებ.
მოკითხვა ბაიდენისგან და იმათგან, ვინც შეუპოვრად იბრძვის და დივნის სიმაღლიდან არ გადმოყურებს სამყაროს.
შენ პირველ კომენტარს მიუბრუნდი, მერე დანარჩენებს გადახედე და სირცხვილზე მერე ვილაპარაკოთ. მსგავსი ჩემთვის კარგი ხანია არავის მოუწერია.
„მარტო ის მაინტერესებს, რა გარემოცვა გყავს ასეთი, რომ შენი ტვინი ამ მიმართულებით ოპერირებს ... შენი ( როგორსაც მე ვიცნობდი)პოლიტიკური გაპრავება რაში წერია, მაგას ვერასდროს მივხვდები.... ახლა მეზარება „უშეცდომო და შეუპოვარი” მებრძოლის სიმბოლოსთან პაექრობა. თქვენსავით მეც დავამარცხე ხიხო", ამების მომწერთან, პაექრობის კი არა, კომუნიკაციის გაგრძელებას არ ვაპირებ საერთოდ.
p.s. „ჰოო, ვერაა შენი საქმე კარგად. ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი".
აქ საერთოდ კომენტარიც ზედმეტია. რაღაზე უნდა გელაპარაკო ან რატომ?“, - წერენ ნიკა გვარამიას პოსტის კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დღეს ატყდება ისევ ამბავი, ამიტომ დილიდანვე დავწერ მარტივად, გასაგებად“ - რას ამბობს ხათუნა ლაგაზიძე