ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ცოტა ხნის წინ სიკვდილს გადაარჩინეს.
🔵 „ციხეში მითხრა ერთმა, შენ დაჯექი, ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“ – რას წერს გიორგი კეკელიძე
როგორც კეკელიძე წერს, ერთ-ერთ აფთიაქში აღნიშნულ ახალგაზრდას ფსიქოტროპული წამალი რეცეპტის გარეშე მისცეს.
„ყველა ის აფთიაქი, რომელიც ურეცეპტოდ გასცემს ფსიქოტროპულ წამალს, ჩადის საშინელ დანაშაულს. ახლა, რაღაც იღბლის წყალობით, თვითმკვლელობას გადავარჩინეთ ერთი ბიჭი რეგიონიდან, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ უბანში ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ყველაზე მძიმე პრეპარატი მიყიდეს. მე შუაღამისას ,,ჩამოვლაზე" ვარ ხოლმე, ყველა იმ პაციენტს ვწერ ან თვითონ მწერენ, ვინც საკუთარი მენტალური პრობლემის გამო ამ თვეებში შემეხმიანა.
ბიჭსაც მივწერე და სრულიად გაურკვეველი პასუხები გამცა, ბოლოს ძლივს გავარჩიე, რომ უამრავი ტაბლეტი დაულევია და სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.
ჩემი მეგობრის, ფსიქოთერაპევტ ლოლა ლომიძის და კიდევ სხვა მეგობრის დახმარებით, რაღაცნაირად დავადგინეთ ადგილსამყოფელი და ახლა სასწრაფო იქ არის, მთავარია - გადარჩა.
თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პაციენტისთვის ამგვარი მედიკამენტის ჯგუფის ერთი აბის დალევაც არ შეიძლებოდა, ფსიქოზის რეალური საფრთხის ქვეშ იყო, იმ ფაზაში, რასაც სამედიცინო ენაზე პროდრომს უწოდებენ“, - წერს კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ;
🔵 „ციხეში მითხრა ერთმა, შენ დაჯექი, ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“ – რას წერს გიორგი კეკელიძე
🔵 Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს
🔵 „ვიყო მე მახინჯი, რა გადარდებთ“ - ვის მიმართავს კესარია აბრამიძე