ჟურნალისტი და პროფესორი ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე მძიმე ჩანახატს ავრცელებს.
„აღარ არიან ბავშვები“ - ყველა დახოცეს,
თქვა პრეზიდენტმა, რომელიც ოთხ კვირაში დაბერებული თვალებით გაჰყურებს სულების ქალაქს...
აღარ არიან ბავშვები, ნუ გამოგზავნით საკვებს...
აღარ დაეხმაროთ ბავშვებს...
მათი გვამები უკვე ბელტებმა გადაყლაპა,
მათი ხელები უკვე მიწით აივსო,
მათი თვალები ვეღარ დაინახავენ ცას...
აღარ არიან ბავშვები...
ისინი ახლა სულების ქალაქში
დანგრეულ სახლის კედლებში დაიძინებენ,
დაბზარულ სკოლის კედლებში ისწავლიან...
დამწვარ იატაკზე ითამაშებენ,
დალეწილ მაგიდებზე ისადილებენ...
და გადამწვარ მიწაზე ითამაშებენ ბურთს...
სულების ქალაქში, რომელსაც ბუჩა ჰქვია -
აღარ არიან ცოცხალი ბავშვები...“, - წერს ოლიკო ცისკარიშვილი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მაღალ დონეზე მუშაობდა და გულში ეცინებოდა, როცა ჩვენ „უუნაროებს“ ვეძახდით“ - რას წერს გოგი გვახარია