Digest Logo

„საბერძნეთში მცხოვრებმა რუსებმა პროვოკაცია მოაწყვეს... რუსული დროშებით მორთული ავტომობილებიდან ყვიროდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს უკრაინელების მისამართით“ - რას წერს ჟურნალისტი

1649056580
ჟურნალისტი ნინა მამუკაძე

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ საბერძნეთში მცხოვრებმა რუსებმა პროვოკაცია მოაწყვეს.

მისი თქმით, საქართველოში რუსები არ უნდა შემოვუშვათ.

„საბერძნეთში მცხოვრებმა რუსებმა პროვოკაცია მოაწყვეს. მანქანების მცირე კოლონამ, გაბმული სიგნალებით, რამდენიმეჯერ გაიარა ათენის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე. რუსული დროშებით მორთული ავტომობილებიდან ყვიროდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს უკრაინელების მისამართით.

ახლა რწმუნდებით, რომ თითქმის ყველა რუსი, ღრუსია და გულში ყველას უხარია, „ძლიერი დედა-რუსეთის“ შვილობა?!

ათენში ღრუსები რუსეთის დროშებით დარბოდნენ, მაშინ, როცა ბუჩაში მათი თანამემამულეები მშვიდობიან მოსახლეობას აუპატიურებდა, აწამებდა და ჟლეტდა.

სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს…

ნუ უშვებთ საქართველოში, ნუ! მოგვიბრუნდებიან ხვალ“, - წერს ნინა მამუკაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი

🔵„თებერვლის მიწა სისხლს შეერევა და გაშავდება“ - ვანგას წინასწარმეტყველება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი