Digest Logo

„აღარ არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - არსებობს რამდენიმე ბანაკად დაშლილი, ერთმანეთზე სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებული პარტია“ - ნუგზარ სულაშვილი

1673602237
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება. სულაშვილი აღნიშნავს, რომ ენმ-ს მიხეილ სააკაშვილის გარეშე პოლიტიკური გავლენა არ გააჩნია.

„დაიქადნა: დავშლი ამათ მარტივ მამრავლებდ და დავასრულებო. ისე აგიხდათ ყველა სიკეთე. თქვა და შეასრულა. აღარ არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. არსებობს რამდენიმე ბანაკად დაშლილი, ერთმანეთზე სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებული პარტია, რომელმაც კრიტიკულ მომენტში საკუთარი ღუზა ქოცური მენტალიტეტის ფსკერზე კიდევ უფრო ღრმად დაუშვა. ზიზღი, სიძულვილი, კომპრომატების ფრიალი, ბინძური ჭორები და ცემა-ტყეპა...

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილის გარეშე ნაცებიც ჩვეულებრივი ქოცები არიან მორალური თვალსაზრისით.

სხვა შემთხვევაში ისინი აუცილებლად შესძლებდნენ იმ იდეების გადარჩენას, რომელიც მიშასაც გადაარჩენდა და ქვეყანასაც“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ფსიქიკურად სტრესგამძლე საზოგადოება შეძლებს იყოს ასჯერ მეტად პროდუქტიული, იმედიანი, ძლიერი, შრომისუნარიანი და რაც მთავარია, სიცოცხლის მიმართ კეთილგანწყობილ“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„დღეს მოერიდეთ მანქანის ყიდვა-გაყიდვას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵რომელ ქვეყნებში აღინიშნება ძველით ახალი წელი