ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგთან ვიზიტი ესაჭიროებათ, თუმცა ამის ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ. ფანჯიკიძე წერს, რომ ადამიანებისთვის ამ სერვისის ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
„როგორც კი გვაქვს უფასო თერაპიის პროგრამა, ნახევარ საათში ივსება ადგილები, რომელიც რა თქმა უნდა, ულიმიტო შეუძლებელია იყოს. მსურველთა ურიცხვი წერილის პასუხს კი ადმინი ალბათ ერთი კვირის განმავლობაში ან დაასრულებს, ან ვერა. ადამიანებს აქვთ უდიდესი საჭიროება, მიიღონ სერვისი, მაგრამ არა აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ფასიანი მომსახურება. სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტრატეგია, ჰქონდეს პროგრამები, რომ ხალხი იყოს მაქსიმალურად მოვლილი.
მხოლოდ ფსიქიკურად სტრესგამძლე საზოგადოება შეძლებს იყოს ასჯერ მეტად პროდუქტიული, იმედიანი, ძლიერი, შრომისუნარიანი და რაც მთავარია, სიცოცხლის მიმართ კეთილგანწყობილი, მოღიმარი.
განა იმედი მაქვს, რომ ვინმე შეისმენს, ვისაც უნდა ესმოდეს, უბრალოდ დარდი გაგიზიარეთ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: