
მომღერალი თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ცხოვრებისეულ სიახლეებს. თიკა საჭმელების მომზადებითაც არის გატაცებული, იგი ერთ-ერთი კულინარიული შოუს ფინალისტიც იყო.
თიკამ გუშინ გამომწერებს ვიდეო გაუზიარა, სადაც მელანომის დიაგნოზზე საუბრობდა.
„აქ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ რამდენიმე დღეში მელანომას დიაგნოზს დამისვამდნენ და სასწრაფო საოპერაციო გავხდებოდი. ძალიან რთული თვეები მქონდა , ძალიან სტრესული. იმედია ოდესმე შევძლებ და მოგიყვებით ამ ისტორიას , თუმცა რაც მთავარია ძალიან დროულად მივუსწარით ამ პრობლემას და ფანტასტიკური ექიმების და ადამიანების დახმარებით და გვერდში დგომით უკვე ჯანმრთელი ვარ “, - წერდა თიკა ჯამბურია კადრებზე.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ირგვლივ აჟიოტაჟი ატყდა და ყველა მოსაკითხად ურეკავს.
მომღერალი იმასაც წერს, რომ მამამისმა ოპერაციის შესახებ არ იცოდა და ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტოებიდან გაიგო.
„როგორ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ჩემი ბრალია, რას გავაკეთე ეს ერთი ვიდეო. მეთქი ტიკტოკ ტრენდს ავყვები და გავაკეთებ, არ მეგონა ამხელა ამბავს თუ აწევდა მთელი საინფორმაციო ონლაინ სივრცე.
მოკლედ მოვყვები და გთხოვთ, ცალ ცალკე აღარ დამირეკოთ და არც მომწეროთ, ტრაგიკული, გაუბედური ხმებით, თითქოს უკვე რაღაც უბედურება დამემართა და საიქიოს გზაზე ვარ.
იუმორი იქით იყოს და მართლა ძალიან სანერვიულო პერიოდი გავიარეთ მე და ჩემმა ყველაზე ახლობლებმა, სანამ ოპერაცია და კვლევების პასუხები მოვიდოდა, თუმცა არ ვიყავით განწყობილები შინაგანად ცუდისკენ, რაღაცნაირად დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა ...
ჰო და ასეც მოხდა, ჩემი ბიძაშვილის თეონას, დიდი დამსახურებაა, რომელიც კლინიკა კანში მუშაობს და დამაძალა კვლევა გამეკეთებინა და ყურადღება მიმექცია ჩემი ხალისთვის, რომელიც უცნაურად იზრდებოდა რომ იმაზე დროულად მივუსწარით ვიდრე შეიძლებოდა ....
ხათუნა ხოფერია, მადლობა პერსონალური შენ .... მეტს ნუღარ მომაყოლებთ გთხოვთ, არ მინდა ასეთი დიდი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა ამ ამბავს ....
ჰო და კიდევ მამამ არ იცოდა ეს ამბავი და ბოდიში მამა, გუშინ გაიგო ნიუსებით.
p.s გთხოვთ აღარ მკითხოთ არაფერი, ჯანმრთელი ვარ კარგად ვარ ყველაფერი დასრულდა“, - წერს თინა ჯამბურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დალი ჩიტალაძის გრანდიოზული დაბადების დღე - კადრები მოდის ექსპერტის იუბილედან