
ცოტა ხნის წინ მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო. მართალია, თავისი ქვეყნიდან შორს არის, თუმცა ფიქრობს, რომ სწორედ იქ ჩავიდა, სადაც თავის დიდი ხნის ოცნებას აიხდენს. უცხო გარემოში, სრულიად მარტო დარჩენილს, ნოსტალგიაც ჰქონდა და შიშებიც, თუმცა ფიქრობს, გადაულახავი არაფერია, თუ იმ მიზნისკენ მიდიხარ და იმისთვის იბრძვი, რაც შენი ბედნიერებისთვის აუცილებელია.
მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ იმდენად დაიღალა, მეტროში ჩაეძინა:
„ვიღაც იტყვის, ვგიჟდები ამერიკაზეო. მე კიდევ აღარ შემიძლია, დავიღალე.
სამსახურიდან წამოვედი და მეტროში ჩამეძინა, ძალიან დავიღალე. ჩამეძინა და ამოვედი სამი გაჩერებით იქით, ველოდები ტაქსს“, - ამბობს მალიბუ ტუღუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ლამაზი ხარ, ანათებ“ - სალომე კაპანაძის ახალი ცეცხლოვანი ფოტოები
🎥 „ველით ახალ ჰიტებს, წარმატებული სეზონი“ - მაყურებელი „ღამის შოუს“ ბენდს ეკრანზე კვლავ იხილავს