რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.
კრემლის მიერ გავრცელებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება გააუქმა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, „ჯორჯიან ეარვეისით“ მოსკოვში გადაფრენა უკვე შეგიძლიათ, რასაც სოციალურ ქსელში აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გამოეხმაურა.
„მიწა უნდა იწვოდეს მოღალატეების ფეხქვეშ, მაგრამ ეგ მიწაც აღარაა ჩვენი. აღარც ნამუსია ჩვენი. აღარც სირცხვილი. აღარც სამშობლო! არავის დააბრალოთ, ჩვენი ბრალია!
P.S. აირზენა ასე დაფრინავს წლებია და ახლაც გამოთქვა სურვილი პირდაპირი ფრენები შეასრულოს“, - წერს გოგა მაქარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵თიკა ფაცაცია მაიამის სანაპიროდან პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს - „ოჰ, რა ქალია!!“