Digest Logo

„აგრესია არავისთვის არის მშველელი“ - ქეთა თოფურია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1647407917
ქეთა თოფურია

მას შემდეგ, რაც რუსეთში მოღვაწე იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც უკრაინისადმი მხარდაჭერა და ღია სოლიდარობა არ გამოუხატავთ, უკმაყოფილებისა და პროტესტის ძლიერი ტალღა გაჩნდა, მომღერალმა ქეთა თოფურიამ პირველი გააკეთა კომენტარი. როგორც ის Telegram არხზე აცხადებს, გაუგებარია, რატომ ვერ იღებენ ადამიანები მათგან განსხვავებულ აზრს.

„რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგან ითხოვს, ისე ფიქრობდნენ, როგორც თავად.

და თუ ეს ასე არ არის, მაშინვე აგრესია ჩნდება. მეტიც, იგივე ხალხი, ვინც, განსხვავებულ აზრს აკრიტიკებს, სიტყვის თავისუფლების მომხრეა. ეს საკმაოდ, უცნაურია.

მე თქვენ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ, იყავით ბედნიერები, რადგან აგრესია არასოდეს არავისთვის არის მშველელი”, – აცხადებს მომღერალი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტრომომარაგება გაითიშება

🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა

🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი