
შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა - 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნული თარიღი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გადარჩენილმა ლანა ჯელაძემ გაიხსენა და პოსტი გამოაქვეყნა:
„2 წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. შიში, ტკივილი, მოლოდინი, გადარჩენა…
გადარჩენის შემდგომ რთული დღეები... აგვისტოს ეს წუთები არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან“, - წერს ლანა ჯელაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა.
სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ“ - ლინდა კიკოლაშვილი დაბადების დღიდან კადრებს აქვეყნებს
⭕სანაპირო ზოლზე 3 აგვისტოს წვიმას პროგნოზირებენ - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით