Digest Logo

„აჰა ბატონო მიზეზი, ახსნილი და დასაბუთებული, რატომაც გავღიზიანდი და არ მინდოდა იქ გამოჩენა...“ - რას წერს სოფია კვინიკაძე

1673545338
ეკო ფანგანი და სოფი

ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში ცხოვრობს, პლუს საიზ მოდელია და რამდენიმე თვის წინ MALVIE Magazine-ის ყდაზე დაბეჭდეს, სხვა გოგონებთან ერთად.

აღნიშნული თემით დაინტერესდა „იმედის დღე“ და ერთ-ერთმა თანამშრომელმა ეკო ფანგანმა მასზე, სოფიასგან დამოუკიდებლად სიუჟეტი მოამზადა.

ამის შემდეგ ბლოგერმა ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა, რაზედაც პასუხი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოფიო კვინიკაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში „იმედის დღე” ჟურნალისტმა ეკო ფანგანმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი. 

საბჭომ მე-7 პრინციპი მიიჩნია დარღვეულად, მე-10 პრინციპის დარღვევა კი არ დაადგინა.

ფოტოები, რომლის გამოქვეყნებაზე განმცხადებელს ჰქონდა პრეტენზია, საჯაროდ არის გავრცელებული და მოპოვებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სოციალური ქსელიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ეკო ფანგანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.
2. ეკო ფანგანს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 პრინციპი“, - წერია ქარტიის გადაწყვეტილებაში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MALVIE Magazine (@malviemag)

ქარტიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად ბლოგერი სოფია კვინიკაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფოტოების გამოყენებაზე საჩივრის დაკმაყოფილებას არც ელოდა.

„აჰა ბატონო !

რატო გაბრაზდა ეს გოგოო, მაგაზე კაის მეტი არაფერი უთქვამთ იმ გადაცემაშიო, ვინც იძახდით. მიზეზი, ახსნილი და დასაბუთებული, რატომაც გავღიზიანდი და არ მინდოდა იქ გამოჩენა.

ფოტოების გამოყენებაზე ნაწილი არ მიიჩნიეს დარღვეულად, რასაც ველოდი“, - წერს სოფია კვინიკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მოკვლით ემუქრებიან ქართველს ნეაპოლში. გამომეხმაურეთ მანდ მყოფი ემიგრანტები, ერთად დავეხმაროთ ძალიან კარგ ქალბატონს“ - შოთო სიხარულიძე

🎥 „მეწყვილე მართლაც ძალიან მშრომელია და ეს იშვიათია“ - სალომე ჭაჭუას ჩართვა პირდაპირ ეთერში და მისი აღიარება

🎥 „ეს მოძალადე პიროვნება საშიშია!“ - რას ამბობს ქალი, რომელიც აჩიკო მეფარიძეს ძალადობაში ადანაშაულებს