Digest Logo

„აი ამიტომ არის ფეხბურთი იმაზე მეტი, ვიდრე ფეხბურთი... დისკვალიფიკაცია ფეხბურთელმა მხოლოდ ამ ჟესტის გამო მიიღო“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

1720156383
დათო ლიკლიკაძე

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთსა და ავსტრიას შორის მატჩის დროს თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა გატანილი გოლი აღნიშნა ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ ჟესტით.

მოგვიანებით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ულტრანაციონალისტური ჟესტით გოლის აღნიშვნა დაგმო. 

თავად დემირალმა განაცხადა, რომ მისალმება მისი „თურქული იდენტობის“ გამოხატულება იყო და არ შეიცავდა ფარულ გზავნილს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს: 

„აი ამიტომ არის ფეხბურთი იმაზე მეტი, ვიდრე ფეხბურთი. Uefa-მ თურქეთის საფეხბურთო ნაკრების ცენტრალურ მცველს მერიჰ დემირალს ჩემპიონატიდან დაახვევინა.

დისკვალიფიკაცია ფეხბურთელმა მხოლოდ ამ ჟესტის გამო მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოტოვებს მეოთხედფინალს ჰოლანდიასთან.

ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ავსტრიასთან მატჩის დროს გატანილი გოლის აღნიშვნისას ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის “რუხი მგლების” ჟესტი გამოიყენა.

ამ ჟესტით ეს ორგანიზაცია თურქეთში ქურთების მუშათა პარტიას ანადგურებდა და კიდევ სხვა მრავალ ცუდ საქმეს აკეთებდა“, - წერს დათო ლიკლიკაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ამასაც უნდა ხვდებოდნენ წესით“ - გურამ კაშიაზე სოცქსელში მასობრივი ბულინგი მიმდინარეობს

„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

თუ ბინის რემონტი ან ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს წესები