Digest Logo

„აი, ეს ხდება ნაგავშემკრებ კონტეინერებთან...ამისთვის არსებობს დამატებით ფასიანი სერვისი და დროა, საჭიროების შემთხვევაში, ყველამ ისარგებლოს ამ სერვისით“ - რა ფოტოები ვრცელდება თბილისის უბნებიდან

1693990702
ნაგვის ურნები

სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის უბნებიდან სამშენებლო ნაგვით გადავსებული ურნების ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხმაურება და მოქალაქეებს მიმართავს.

„აი, ეს ხდება ნაგავშემკრებ კონტეინერებთან, რაც ყველამ კარგად ვიცით.

სამშენებლო ნაგავი, ძველი ავეჯი, ავტომანქანების მეორადი ნაწილები, კომერციული ობიექტებიდან გამოტანილი ნარჩენები, შესაფუთი მასალა...

ამ ყველაფრისთვის არ არის განკუთვნილი ეს კონტეინერები.

ამისთვის არსებობს დამატებით ფასიანი სერვისი და დროა, საჭიროების შემთხვევაში, ყველამ ისარგებლოს ამ სერვისით“,-  წერს თოქმაჯიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

🔵„კარგი დღეა უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან გათავისუფლებისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შეიძლება სუიციდამდეც მიგიყვანონ, ვინ ხართ ფუ თქვენი“ - თამთა ჭელიძე