ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. კვარა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში, 19 ფეხბურთელს შორის მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა. საუკეთესოები 2022/23 სეზონში გოლებით და საგოლე გადაცემების მიხედვით შეირჩა.
ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი:
„გუშინ ეკრანთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, არადა უნდა დამწერა - ჩვენი ყველას ჯობდა!
#კვარა
აი ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!
ხოდა თქვენ თქვენმა საკეთებელს უკეთ რომ გააკეთებთ და საკუთარ ოსკარებზეც დადგებით მერე ისროლეთ ქვა“, - წერს თინა ხიდაშელი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები