ბოლო რამდენიმე კვირაა ყვითელ პრესა აქტიურად წერს, რომ მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა როგორც მომღერალი „დაიჯესტთან“ საუბრობს, ის აშშ-ში სამუდამოდ საცხოვრებლად არ წასულა და იქ საქმიანი ვიზიტით იმყოფება.
„სამუდამოდ საცხოვრებლად არ წავსულვარ და არც მუდმივად დამიტოვებია ჩემი ქვეყანა. უბრალოდ, მე ამერიკამ მომანიჭა ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის სტატუსი და მაქვს აშშ-ში მუდმივი ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.
ეს ნიშნავს იმას, რომ შემიძლია ვიცხოვრო ჩემს სამშობლოშიც და ამერიკაშიც და აქედან ვასახელო ჩემი ქვეყანა, საზღვრების იქით. აშშ-ში დიდ დროს გავატარებ, ხან აქ ვიქნები, ხან იქ, სადაც ჩემი საქმე მოითხოვს. მადლობა ამერიკას, რომ მიმიღო თავისი ქვეყნის წევრად და მაძლევს ჩემი ნიჭის რეალიზების საშუალებას, - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, სოციალურ ქსელში ატეხილი პანიკის გამო დედამისმაც კი დაურეკა საქართველოდან.
„დედაჩემი მირეკავდა დილით გაგიჟებული, ნახე რა წერია მედიაშიო. მხოლოდ სათაურით არ შეიძლება იმის განსაზღვრა, რას ამბობს ადამიანი... ახლა აქ ვარ და ვემზადები 11 ნოემბრის კონცერტისთვის, და შემდეგ ვბრუნდები საქართველოში, გიორგობას მე და სალომეს გვაქვს კონცერტი საქართველოში“, - აცხადებს მომღერალი.
ნოდიკომ ასევე გვითხრა, რომ ახალი სიმღერის კლიპს იღებს ამერიკაში და სწორედ ახლა მიმდინარეობს გადაღებები.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: