ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ხშირად მაგდებენ ნამუსზე: აი რანაირად გულაობ, რომ არ სვამ, არც არაფერს იღებ, არც კლუბებში დადიხარ???
სხვისთვის სხვა რამეა „გულაობა“ და ჩემთვის: ჭამა, მასაჟი, დროულად დაძინება. ოჯახთან და მეგობრებთან სადმე სახლში, აივანზე, ან ხედებიან ტერასაზე მოსხდომა, უცნობი ხალხის გაცნობა, მუსიკა და სიმშვიდე, ფეხით ხეტიალი, ვარჯიში, მოგზაურობა, შოპინგი, კითხვა, სწავლა და რავიიი) უამრავი რამ!
აუცილებელია კლუბში ვათენებდე? ან რამეს ვსვამდე, ვყნოსავდე, ვიჩხერდე?
კარგად ვარ, არ იდარდოთ.
წაკითხულის გააზრებასთან ცოტა კონფლიქტში მყოფთათვის: გათენება, კლუბი და სმა-ჩხერა დამოუკიდებლად არის გამოყენებული და არ ნიშნავს, რომ ღამის გათენება და სმა არის სინონიმები, ან კლუბი და მოწევა, ან 9-ის მერე გარეთ გასვლა რა ბო**ბა, ვააჰ რა ხალხია!“, - წერს გურამ შეროზია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია - „ძალიან კარგო ადამიანო გილოცავ დაბადების დღეს!“
🎥 „საამაყო ქართველები ხართ!“– ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი შესრულება