ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც იგი ამბობს, ქუთაისის ერთ-ერთ ჯგუფში მოსწავლე წერს სასკოლოდ ბოტასებს და ზურგჩანთას ვიჩუქებდიო, აღნიშნულ სტატუსს კი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„ერთ ჯგუფში ვიღაც ქუთაისელი მოსწავლე წერს სასკოლოდ ბოტასებს და ზურგჩანთას ვიჩუქებდიო.
ნახევარი ქუთაისი წერს ბოტასებს მე გაჩუქებო, მეორე ნახევარი კი უწერს ბოტასებსაც გაჩუქებ და ზურგჩანთასაცო.
დაახლოებით 500 ადამიანი უწერს ფულს ჩაგირიცხავთ და შენი გემოვნებით იყიდეო. აი რატომ ვერასოდეს ვერ დავტოვე ეს ქალაქი...
ქუთაისი“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს
⭕ +33, +35 გრადუსი - როგორია უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი