
ბლოგერი, ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. კაცს, რომელსაც ქუჩაში გაშლილ კარავში ეძინა, კონტეინერი დაუდგეს და ის თავის ოთახში დაიძინებს.
შეგახსენებთ, რომ ხალხის დახმარებით აკა სინჯიკაშვილმა არაერთ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა და საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესა.
„ამისთვის ახლა მართლა სასწაულია.
დიღმის მასივში რომ კაცს ეძინა კარავში, დღეიდან თავისი ოთახი ექნება.
რამდენიმეწლიანი ქუჩაში ცხოვრების შემდეგ, ადამიანი ამაღამ თავის საწოლში დაიძინებს.
დავუდგით საცხოვრებელი კონტეინერი, ყველა საცხოვრებელი პირობით და ცოტა ხანს მართლა დაისვენებს რა,
კიდევ ერთი ადამიანი მოვაშორეთ ქუჩას, ყველას უზარმაზარი მადლობა“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: